CG ბუნება და სხვადასხვა პეიზაჟები. გვერდი განახლდება და პერიოდულად დაემატება სხვა ნამუშევრები
“ალქმიმიკოსის ლაბორატორია” – იდეაში ჩაფიქრებული მაქვს, ალქიმიკოსის მაგიდა სადაც ხდება ხოლმე ცდები და ექსპერიმენტები სხვადასხვა შენაერთებზე. სურათზე ჩანს ბაყაყი, რომელიც თავდაღმა იმყოფება კოლბაში და ცდილობს ამოსვლას. როგორც ხედავთ მილეწ-მოლეწა ყველაფერი
ცდილობს სინჯარას წვდეს და კოლბაზე დაარტყას იმ იმედით, რომ გატყდება და თავს დააღწევს კიდევ ერთ უშედეგო ექსპერიმენტს, რომლის მსხვერპლიც თვითონვეა.
“სემეკ” ანუ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე N26.
ეს პროექტი გავაკეთე 2009 წლის იანვრის თვეში. დაკვეთა იყო სარეკლამო ბანერი ზომით 300 სმ. მომიტანეს მხოლოდ დასკანირებული ძველი ფოტო, რომელიც უნდა გამეწმინდა “ხარვეზებისგან” და გამეკეთებინა ბანერი. დამეთანხმებით, რომ ასეთი პატარა ზომის სურათის გაწმენდა და შემდეგ ბანერის საბეჭდ ვარიანტად გაკეთება უფრო რთული იყო ვიდრე ახალი იგივე სურათი 3D რედაქტორის საშუალებით მიმეღო და ასეც გავაკეთე!
“წყალქვეშა სამყარო” ასე დავარქვი ამ ნამუშევარს. იდეაში ჩაფიქრებული მაქვს, რომ სამზარეულოს ნიჟარაში ჩაყვინთვის საშუალება მოგცეთ და გაჩვენოთ რა ხდება იქ!
აქ არის აღწერილი “თეფშების საწმენდი თევზის” სურვილი და მცდელობა, რომ თავი დააღწიოს ამ სიბინძურეს. სურს ნიჟარის საცობი ამოაგდოს და გამწოვი მილის საშუალებით თავი დააღწიოს ერთხელ და სამუდამოდ ასეთ ყოფას და დატკბეს ოკეანეში თავისუფლებით!



